ინფორმაცია ბრაზილიელი სენატორის საქართველოში ვიზიტის შესახებ
26/03/2012
2012 წლის 24-26 მარტს საქართველოს ეწვია ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე. ვიზიტის ფარგლებში 26 მარტს გაიმართა მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერპექტივები.ბრაზილიელმა სენატორმა ასევე გამართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრში.ბრაზილიელმა სენატორმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები და დაათვალიერა მუზეუმები.
საგარეო საქმეთა მინისტრი გვატემალაში იმყოფება
23.06.11
გვატემალაში უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. კონფერენციის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით მიმართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პროცესში ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება.
14/03/2012
2012 წლის 15 მარტს ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეკვადორის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ლენინ მორენო გარსიას.ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას აღინიშნა 2011 წელს საქართველოსა და ეკვადორში გამართული კულტურის დღეების მნიშვნელობა და გამოითქვა სურვილი, საქართველოსა და ეკვადორს შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ვაჭრობის მიმართულებით. საქართველოს ელჩთან საუბრისას ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა მადლიერება ეკვადორის მთავრობის ინიციატივის - Yasuni-ITT - ფარგლებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის.ეკვადორში ვიზიტის ფარგლებში 14 მარტს ოთარ ბერძენიშვილმა გამართა შეხვედრები ეკვადორის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებში. ასევე, იგეგმება შეხვედრები ეკვადორის ეროვნულ ასამბლეაში და სავაჭრო და ინდუსტრიის პალატაში.ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი აკრედიტებულია, როგორც საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში, სურინამში, პერუსა და ეკვადორში.
2012 წლის 15 მარტიპრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
10/04/2012
2012 წლის 10 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არგენტინაში ალექსანდრე ლაცაბიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა ფერნანდეს დე-კირშნერს. ცერემონიალს ესწრებოდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი.შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას.საქართველოს საელჩო არგენტინაში 2012 წლის იანვარში გაიხსნა.
2012 წლის 17 - აპრილიპრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
10/04/2012
2012 წლის 10 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არგენტინაში ალექსანდრე ლაცაბიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა ფერნანდეს დე-კირშნერს. ცერემონიალს ესწრებოდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი.შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას.საქართველოს საელჩო არგენტინაში 2012 წლის იანვარში გაიხსნა.
2012 წლის 17 - აპრილიპრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
Pág. 1 de 2
Gracias a la intensificación de las relaciones culturales,políticas y económicas entre Georgia y los países de América Latina se fundó en 2010 el Foro latinoamericano de Georgia. El objetivo de esta plataforma es, en particular, la promoción del intercambio cultural y el desarrollo de lasrelaciones bilaterales entre los, anteriormente mencionados, países.
ის გარემოება რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს როლი საერთაშორისო ასპარეზზე, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, სახელმწიფოს ძალისხმევით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანასთან და ეს პროცესი პროგრესულ ეტაპში გადავიდა.
აქედან გამომდინარე გაჩნდა მოთხოვნილება, საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის გააქტიურდეს ინფორმაციის გაცვლა და ცოდნის ტრანსფერი პოლტიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ეკონომიკისა და სხვა დანარჩენ სფეროებში.